„ეფლის“ მეწილე, მილიარდერი უორენ ბაფეტი 20 დოლარიან „სამსუნგს“ იყენებს
„ეფლის“ მეწილე, მილიარდერი უორენ ბაფეტი 20 დოლარიან „სამსუნგს“ იყენებს

ცნობილი ამერიკელი ინვესტორი და მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომლის კომპანია (Berkshire Hathaway) „ეფლის“ აქციების 5.5 პროცენტის მფლობელია, „აიფონის“ მომხმარებელი არ არის.

„აიფონის“ ნაცვლად, ბაფეტი „ესსიეიჩ-იუ 320“ ტიპის „სამსუნგის“ სმარტფონს იყენებს, რომელიც 20-დან 30 დოლარამდე ღირს. ამის შესახებ ბაფეტმა ამერიკულ ტელეკომპანია „სიენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის კომპანია, თავისი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია სწორედ „ეფლში“ განახორციელა, ამ კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ბაფეტმა არ იცის, როგორ მოიხმაროს „აიფონი“ – პროდუქტი, რომელიც „ეფლის“ წამყვანი ხაზია და მისი შემოსავლის ლომის წილს განსაზღვრავს.

თუმცა, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის შემოწმებისა და საძიებო მიზნით, ბაფეტი „აიპადს“ იყენებს. ბაფეტს აქვს „აიფონ იქსი“, თუმცა ჯერ სმარტფონის მონაცემებიც არ გაუაქტიურებია.

„ეფლის“ ხელმძღვანელი ტიმ კუკი აცხადებს, რომ მზად არის, ბაფეტს ომაჰაში ჩააკითხოს და „აიფონის“ გამართვაში დაეხმაროს. ომაჰა აშშ-ის ნებრასკას შტატის უმსხვილესი ქალაქია და უორენ ბაფეტი სწორედ ცხოვრობს.

ამასთან, „აიფონი“ არც Berkshire Hathaway-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჩარლი მანგერს აქვს.