„ეფლი“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველა მაღაზიას დროებით ხურავს
„ეფლი“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველა მაღაზიას დროებით ხურავს

კომპანია „ეფლი“ „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველა მაღაზიას დროებით ხურავს.

განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა გააკეთა.

„ჩვენს სამუშაო ადგილებზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ „კოვიდ 19“-ის გავრცელება. „ეფლი“ დროებით ჩინეთის მიღმა ყველა მაღაზიას დახურავს და 15 მილიონს გამოყოფს ვირუსის წინაააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ტიმ კუკი მიკრობლოგ ტვიტერზე.