„ეფბიაის“ დირექტორმა ჩინეთის ქმედებებს აშშ-ის მომავლისთვის უდიდესი გრძელვადიანი საფრთხე უწოდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი ქრისტოფერ რეი აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობის მხრიდან ჯაშუშობა და ქურდობა აშშ-ის მომავლისთვის უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს.
ამის შესახებ ქრისტოფერ რეიმ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეფბიაის“ დირექტორის თქმით, ჩინეთი დევნიდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს და ამით სამშობლოში დაბრუნებას აიძულებდა, ასევე მუშაობდა კორონავირუსითან დაკავშირებით აშშ-ის კვლევების შესაფერხებლად. რეიმ აღნიშნა: „ფსონი ამაზე მაღალი ვერ იქნება“.
„ჩინეთი მთელ სახელმწიფო ძალისხმევას მიმართავს, რომ გახდეს ერთადერთი სუპერსახელმწიფო ყველა აუცილებელი ზომით“, – განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა.
სიტყვით გამოსვლისას ქრისტოფერ რეიმ ისაუბრა ჩინეთის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე, ეკონომიკური ჯაშუშობის კამპანიაზე, მონაცემებისა დაფინანსების ქურდობასა და უკანონო პოლიტიკურ საქმიანობაზე ქრთამისა და შანტაჟის გამოყენებით.
„ახლა ჩვენ მივაღწიეთ ეტაპს, როდესაც გამოძიების ფედერალური ბიურო ყოველ ათ საათში ერთხელ ჩინეთთან დაკავშირებულ კონტრდაზვერვის საქმეს ხსნის. ქვეყანაში კონტრდაზვერვასთან დაკავშირებული დაკავშირებით ხუთი ათასი აქტიური საქმიდან თითქმის ნახევარი ჩინეთს უკავშირდება“, – განაცხადა მან.