eEURO 2020-ის კენჭისყრა ნიონში

13:21, 15.01.2020

უეფას ოფისი კიდევ ერთ წილისყრას უმასპინძლებს – დღეს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში eEURO 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ფინალური ეტაპის საგზურისთვის ერთმანეთს უეფაში გაწევრიანებული 55 ქვეყნის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენელიც იქნება. კენჭისყრას პირდაპირ ეთერში ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი შემოგთავაზებთ.

eEURO-ს საკვალიფიკაციო ეტაპი მარტიდან მაისამდე გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი, სადაც 16 გუნდი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს, 9-10 ივლისს.

მსგავსი