ედუარდ მარიკაშვილი - ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა, რომ პროკურატურა ასაჯაროებს დეტალებს, რომლებიც შემდგომში აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესს, დიდი ალბათობით დააზიანებს
ედუარდ მარიკაშვილი - ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა, რომ პროკურატურა ასაჯაროებს დეტალებს, რომლებიც შემდგომში აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესს, დიდი ალბათობით დააზიანებს

ივერი მელაშვილისთვის სამწუხაროა მხოლოდ ერთადერთი ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროებს დეტალებს, რომლებიც შემდგომში დიდი ალბათობით, ძალიან დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს აზერბაიჯანთან, რადგან ეს შიდა საუბრები, რომელიც მას ჰქონდა გიორგი მანჯგალაძესთან ასევე მიქელაძესთან, ეხება იმ დეტალებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოსთვის მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი, – ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულს ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, რომელიც წინასასამართლო სხდომამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა.

„ზოგადად, მოლაპარაკებების პროცესში მუშა საუბარი არ ხდება ხოლმე ცნობილი მეორე მხარისთვის. ამიტომ, ეს საუბრები, რომლებიც იყო დაკავშირებული დავით გარეჯის მონაკვეთთან, მათ შორის ბატონ მიქელაძესთან სხვადასხვა საკითხებზე მიმოხილვა, იყო მხოლოდ და მხოლოდ შიდა საუბრები და არ უნდა გამხდარიყო საჯარო მათ შორის მეორე მხარისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სასამართლოს უკვე მიმართეს წერილით, რომ უზრუნველყონ სხდომის ჩატარება ბრალდებულების ფიზიკური დასწრებით.

რაც შეეხება შუამდგომლობებს, ადვოკატის თქმით, ხვალ 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე მოითხოვს მტკიცებულებათა დაუშვებლობას, ასევე ბრალდებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას და საქმის შეწყვეტას. დღესვე ადვოკატები შევლენ ამ საქმეზე მეორე ბრალდებულთან ნატალია ილიჩოვასთანაც.