ედსონ ბარბოზამ ახალი კონტრაქტი გააფორმა
ედსონ ბარბოზამ ახალი კონტრაქტი გააფორმა

UFC-ის ვეტერანი ედსონ ბარბოზა პრომოუშენში უკვე 10 წელზე მეტია ასპარეზობს. ბრაზილიელის მენეჯერმა ალექს დევისმა დაადასტურა, რომ ედსონმა ორგანიზაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ბარბოზა UFC-ში კიდევ არაერთ ბრძოლას გამართავს. კონტრაქტის სხვა დეტალები აგენტმა არ გაავრცელა.

35 წლის ვეტერანმა ბოლოს მაკვან ამირხანი დამაჯერებლად დაამარცხა. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ედსონმა 2010 წლის ნოემბერში მიკე ლულოსთან ჩაატარა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ორგანიზაციაში ჩატარებული პირველი 8 ბრძოლიდან ბარბოზამ 7-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და UFC-ის ელიტურ მებრძოლებში დაიკმვიდრა ადგილი.