ედიშერ თოლორაიამ და მარიამ ჯაშმა ინგირის N2 საჯარო სკოლაში განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
ედიშერ თოლორაიამ და მარიამ ჯაშმა ინგირის N2 საჯარო სკოლაში განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ინგირის N2 საჯარო სკოლაში განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდნენ.

ინგირის N2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლა აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.

პედაგოგებთან შეხვედრის ძირითადი თემა განათლების სისტემაში მიმდინარე და უკვე განხორციელებული რეფორმები იყო, რომელიც გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

„უპირველესად მადლობას გიხდით პედაგოგებო, იმისათვის, რომ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ზრდით ნიჭიერ ახალგაზრდებს. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას განახლებულ გარემოში.
სასიხარულოა რომ, ინიგირის N2 საჯარო სკოლას სრულად ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეებს სწავლა განახლებულ სკოლაში მოუწევთ. დარწმუნებული ვარ, ეს წელი თითოეული თქვენგანისათვის წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია დღეს თქვენთან ყოფნა, რადგან წლების წინ მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული.
ჩვენი სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს , რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ღირსეული და დაფასებული, რათა მათ ქვეყანას აღუზარდონ ღირსეული თაობა“, – განაცხადა შეხვედრაზე ედიშერ თოლორაიამ.