ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განმეორებით მატჩში ითამაშებს
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი ვარჯიშებს დაუბრუნდა, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP) წერს. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ბარძაყის ტრავმა 9 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში „ბორდოს“ (1:0) წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ამ დაზიანების გამო, კავანის მოუწია ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალის გამოტოვება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ ანგარიშით – 2:0 მოუგო.
როგორც ვარაუდობენ, კავანი იმაზე ადრე დაუბრუნდება თამაშებს, ვიდრე ამას ექიმები პროგნოზირებდნენ. შესაბამისად, ურუგვაელს შეეძლება ექვს მარტს, „მანჩესტერის“ წინააღმდეგ განმეორებით მატჩში მოედანზე გავიდეს. ამასთან, კავანი საფრანგეთის ჩემპიონატის უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.