ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განმეორებით მატჩში ითამაშებს

15:12, 20.02.2019

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი ვარჯიშებს დაუბრუნდა, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP) წერს. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ბარძაყის ტრავმა 9 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში „ბორდოს“ (1:0) წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ამ დაზიანების გამო, კავანის მოუწია ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალის გამოტოვება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ ანგარიშით – 2:0 მოუგო.

როგორც ვარაუდობენ, კავანი იმაზე ადრე დაუბრუნდება თამაშებს, ვიდრე ამას ექიმები პროგნოზირებდნენ. შესაბამისად, ურუგვაელს შეეძლება ექვს მარტს, „მანჩესტერის“ წინააღმდეგ განმეორებით მატჩში მოედანზე გავიდეს. ამასთან, კავანი საფრანგეთის ჩემპიონატის უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.

მსგავსი