ედინბურგში „ბრექსიტის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ედინბურგში „ბრექსიტის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ედინბურგში „ბრექსიტის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. დემონსტრანტების ქალაქის ცენტრში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ. მათ ტრანსპარანტებზე „ბრექსიტის“ საწინააღმდეგო ლოზუნგები ეწერათ.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, რეფერენდუმი ხელახლა ჩატარდეს, რომელიც გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი.

რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით „ბრექსიტის“ მომხრეებმა გაიმარჯვეს. ოფიციალური ლონდონისა და ევროკავშირის შეთანხმებით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 2019 წლის მარტში დატოვებს.