„ედინაია რასიამ“ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის მოწინავე ხუთი კანდიდატი დაასახელა
„ედინაია რასიამ“ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის მოწინავე ხუთი კანდიდატი დაასახელა

„ედინაია რასიამ“ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის მოწინავე ხუთი კანდიდატი დაასახელა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სხდომაზე პარტიული სიის პირველ ნომრად თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ხოლო მეორე ნომრად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაასახელეს.

პარტიული სიის ხუთეულში ასევე შევლენ კომუნარკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი დენის პროცენკო, „რუსეთის სახალხო ფრონტის“ თანათავმჯდომარე ელენა შმელევა და ბავშვთა ომბუდსმენი ანა კუზნეცოვა.

აღსანიშნავია, რომ პარტიული სიის მოწინავე ხუთეულში არ მოხვდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.

მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებში სახელმწიფო დუმის 450 დეპუტატის მანდატიდან, 225 მაჟორიტარული სისტემით გადანაწილდება, 225 კი პარტიული სიის მიხედვით.

დატოვე კომენტარი