ედგარს რინკევიჩსი - სრულიად მიუღებელია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო ბორდერიზაცია და მილიტარიზაცია გრძელდება
ედგარს რინკევიჩსი - სრულიად მიუღებელია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო ბორდერიზაცია და მილიტარიზაცია გრძელდება

საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციის პროცესს ლატვია მიუღებელს უწოდებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსის ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის მილიტარიზაცია გრძელდება.

„სრულიად მიუღებელია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უკანონო ბორდერიზაცია და მილიტარიზაცია გრძელდება. ლატვია კვლავ ადასტურებს მის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.