ედგარს რინკევიჩსი - იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის, დიალოგი არის საკვანძო მნიშვნელობის
ედგარს რინკევიჩსი - იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის, დიალოგი არის საკვანძო მნიშვნელობის

იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც გზას უხსნის გაჭიანურებული კრიზისიდან გამოსვლას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

„ლატვია ადასტურებს თავის მხარდაჭერას დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საქართველოსადმი, რომელიც განაგრძობს რეფორმების პროცესსა და ევროპულ ინტეგრაციას. პოლიტიკური დიალოგი არის საკვანძო მნიშვნელობის“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.