ედგარს რინკევიჩსი – გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევაა
გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ხელისუფლება ახორციელებს, არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს.
The borderisation activities in the area of #Gugutiantkari village #Georgia by 🇷🇺 backed authorities in #Tskhinvali is another blatant violation of Georgia’s sovereignty & territorial integrity, I support statement by 🇪🇺 delegation in 🇬🇪, this illegal activity must be stopped https://t.co/OFsFLNAtiW
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) August 20, 2019