ედგარს რინკევიჩი – უკრაინას პრობლემები თუ ექნება, მთელი ნატო და, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის რეგიონი, არც ისე უსაფრთხოდ იქნება
უკრაინას პრობლემები თუ ექნება, მთელი ნატო და განსაკუთრებით ჩემი რეგიონი, ბალტიისპირეთის რეგიონი, არც ისე უსაფრთხოდ იქნება, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ალიანსმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ყველა უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. ვიმედოვნებ, არსებული განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდებით და ამ განსხვავებებს წარსულს ჩავაბარებთ“, – აღნიშნა რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ალიანსი უშუალო თავდასხმას არ ელოდება.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ველოდებით რაიმე სახის სამხედრო თავდასხმას, ისეთს, როგორც ეს უკრაინაში ვნახეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმის ქვეშ ვართ. ჩვენ ასევე უნდა შევახსენოთ მსოფლიოს, რომ უნდა აღმოვფხვრათ დეფიციტები: საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები და. როდესაც საუბარია ჰიბრიდული ომის საშუალებებზე, ჩვენ გვჭირდება. მომზადებული ვიყოთ. რუსეთს სურს, ჩვენ გვეშინოდეს. მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ ფლანგზე ნებისმიერი სახის საფრთხეზე როდესაც ვასუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ ნატო დგას ამის უკან. თუ ვამბობთ, რომ ისინი აპირებენ თავდასხმას, ასევე უნდა ვთქვათ, რომ ვიბრძოლებთ, ლატვია იბრძოლებს, ჩვენი მეზობლები იბრძოლებენ და მთელი ნატო იბრძოლებს“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.