ედერსონი კოპა ამერიკას გამოტოვებს #1TVSPORT
ედერსონი კოპა ამერიკას გამოტოვებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი 2024 წლის კოპა ამერიკას გამოტოვებს თვალის ტრავმის გამო.

ბრაზილიელმა დაზიანება „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩისას მიიღო, როცა მეტოქის მცველს, კრისტიან რომეროს შეეჯახა.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა გამოიყვანა ედერსონი საბოლოო განაცხადიდან და ის „სან პაულუს“ 34 წლის მეკარით, რაფაელით შეცვალა.

კოპა ამერიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.