ედენ აზარის პროგნოზი: ბელგია-ინგლისი ფინალში, ბელგია ჩემპიონი 
ედენ აზარის პროგნოზი: ბელგია-ინგლისი ფინალში, ბელგია ჩემპიონი 

ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა მსოფლიოს ჩემპიონატის პროგნოზი გააკეთა. “ჩელსის” ნახევარმცველის აზრით, ტურნირის ფინალში ბელგიისა და ინგლისის ნაკრებები გავლენ და ჩემპიონი ბელგიის ნაკრები გახდება.

აზარს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ფინალამდე პოლონეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაამარცხებს, ინგლისი კი გზიდან ჩამოიცილებს – კოლუმბიას, გერმანიასა და არგენტინას.

გარდა ამისა, აზარს არ სჯერა მასპინძელი ნაკრების – ბელგიელმა A ჯგუფიდან მერვედფინალში ურუგვაი და ეგვიპტე გაიყვანა.

 

 

 

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!