მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი მოედანზე თავისი გუნდის უახლოეს მატჩში დაბრუნდება, – წერს გაზეთი „მარკა“. 16 თებერვალს, მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში შინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სელტას“ უმასპინძლებენ.
ბელგიელისთვის ეს იქნება პირველი გამოჩენა მოედანზე 2019 წლის 26 ნოემბერის შემდეგ, მაშინ აზარმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო.
სავარაუდოდ, „სელტასთან“ მატჩს აზარი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს და მინდორზე შეცვლაზე შევა. 26 თებერვალს, „რეალს“ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი ელოდება. ამიტომაც, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელისთვის ზინედინ ზიდანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზარმა ამ თამაშისთვის ფორმის აღდგენა მოასწროს.
2019-20 წლეის სეზონში აზარმა „რეალში“ 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.