ედენ აზარი შეიძლება „დორტმუნდში“ თავის ძმასთან გადავიდეს #1TVSPORT
ედენ აზარი შეიძლება „დორტმუნდში“ თავის ძმასთან გადავიდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა, შესაძლოა, „დორტმუნდში“ გააგრძელოს კარიერა.

უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ „რეალი“ ეძებს კლუბს, რომელშიც 31 წლის ბელგიელი ფორმის დაბრუნებას შეძლებს. გერმანული კლუბის ვარიანტი მისაღებად მოჩანს, რადგან მის რიგებში თამაშობს ედენის ძმა ტორგან აზარი.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ აზარს ასევე აქვს „მილანში“ ან „არსენალში“ იჯარით გადასვლის ვარიანტები. ბელგიელი დაინტერესებულია ისეთ კლუბში გადასვლით, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება, რათა მომზადებული შეხვდეს ნოემბერში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს.

მიმდინარე სეზონში აზარმა 22 მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.