ედ მილიბანდი – ისრაელელებისა და პალესტინელების პრობლემის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა განადგურებულია, იერუსალემში ბრიტანეთის საკონსულოს დახურვა კი ძალიან სამწუხაროა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბანდი აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებების გამო ისრაელელებისა და პალესტინელების პრობლემის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა „განადგურებულია“.
მილიბანდმა BBC Breakfast-ს განუცხადა, რომ ამ პერსპექტივას ადგილზე არსებული ფაქტები, განსაკუთრებით კი დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ ახალი დასახლებების შექმნა ანადგურებს. ამასთან, მინისტრმა ისრაელის მიერ იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს დახურავს „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.
„ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს არ გვეგონა, რომ შეგვეძლო უმოქმედოდ დგომა და პასიურობა და უძლურება ორ სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის განადგურების წინაშე“, – განაცხადა მილიბანდმა.
ამასთან, მილიბენდმა აღნიშნა, რომ ის თავად „ამაყი ბრიტანელი ებრაელია“ და ამიტომ კარგად აცნობიერებს „ანტისემიტიზმის სენს“. მისივე თქმით, არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთს არ შეუძლია კანონის უზენაესობის, ადამიანების თავისუფლების, ღირსების დაცვა და ამავდროულად ანტისემიტიზმთან ბრძოლა.
„ყველა, ვინც ბრიტანელ ებრაელებს ისრაელის მთავრობის ქმედებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს, უბრალოდ ანტისემიტიზმშია ჩართული და ეს ყველამ უნდა გავაკრიტიკოთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება ოფიციალური ლონდონის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკური წმენდა ხდება და ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პოზიციით დიდმა ბრიტანეთმა დააფიქსირა, რომ საჭიროა მოქმედება, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ამასთან, მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ სანქციები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გაბედულებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პერსპექტივას კიდევ უფრო შეასუსტებს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მთავრობა იზიარებს პოზიციას, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, ხოლო ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს, ისრაელის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ქვეყანა იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს დახურავს. ისრაელის საგარეო უწყებამ, ასევე, ბრიტანეთის თემთა პალატის 11 დეპუტატსა და ერთ ადვოკატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.