Economist/YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტში ჩართვას არ ეთანხმება

18:35, 18.06.2025

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტში ჩართვას არ ეთანხმება.

Economist/YouGov-ის 13-16 ივნისის გამოკითხვის თანახმად, იზრდება სპეკულაციები იმის შესახებ, შეუერთდება თუ არა ვაშინგტონი ისრაელის ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ხოლო ამერიკელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, როგორ აგვარებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომში მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გამოკითხულთა 50%  ირანს ამერიკის მტრად მიიჩნევს, თუმცა ისინი, ძალის გამოყენებაზე მეტად, დიპლომატიას ანიჭებენ უპირატესობას. გამოკითხულთა 56%  მიიჩნევს, რომ ამერიკა ირანთან მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.

60% ამბობს, რომ ამერიკა სამხედრო მოქმედებებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მონაწილეობდეს.

მსგავსი