ეცერის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები
ეცერის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები

მესტიაში, სოფელ ეცერთან არსებულ ტყეში ამ დროისთვის ხანძრის არც ერთი ღია კერა აღარ არის, გრძელდება ცალკეული დაკვამლიანებული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობია განადგურებული და რამ გამოიწვია ხანძარი.

„მიმდინარეობს ცეცხლის კერების დამუშავება. პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაცია. მადლობა სამაშველო სამსახურებს გაწეული შრომისათვის“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა.