EBRD-ი სვანეთში მცირე ჰესების მშენებლობას დააფინანსებს
EBRD-ი სვანეთში მცირე ჰესების მშენებლობას დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სვანეთში ჰესების მშენებლობას 6,875 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია ნაკრა, ხელრა და იფარი ჰესებზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 13.7 მეგავატია.

პროექტს შპს „აკვაჰიდრო“ განახორციელებს, რომლის აქციებს შპს „აკვა ენერჯი“ ფლობს. მოსალოდნელია, რომ პროექტში 40-პროცენტიანი წილით სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპი“ შემოვა.

ჰესების მშენებლობის დაფინანსებაში „თიბისი ბანკიც“ მონაწილეობს. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება 19,6 მილიონი დოლარია.