EBRD-ს გადაწყვეტილება „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე დადებითი იქნება
EBRD-ს გადაწყვეტილება „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე დადებითი იქნება

„ნენსკრაჰესის“ დაფინანსებაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საბოლოო გადაწყვეტილებას 13 დეკემბერს მიიღებს. პირველ არხთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა აცხადებს, რომ ბორდი პროექტს მხარდაჭერას გამოუცხადებს. საუბარია ჯამში 229 მილიონი დოლარის დაფინანსებაზე.

„ნენსკრა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და EBRD-სთვის. ამ პროექტზე ვმუშაობდით ბოლო 1.5-2 წელი, მათ შორის ინვესტორ „K-Water“-თან, საპარტნიორო ფონდთან, სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გვესმის, რომ მსგავს პროექტს თან ახლავს გამოწვევები, შეკითხვები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხები. ლონდონში ჩვენს აქციონერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ავუხსენით პროექტის დეტალები და საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული პოზიციები. აქციონერების საპასუხო რეაქცია იყო დადებითი. 13 დეკემბრისთვის ჩაინიშნა ფორმალური დამტკიცება. რა თქმა უნდა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება წინასწარ არ შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში დამტკიცდება“, – აღნიშნა ბალვანერამ.

280 მეგავატი სიმძლავრის „ნენსკრაჰესი“ სვანეთში შენდება.