EBRD მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე - ველოდებით სამართლიან და ტრანსპარენტულ პროცესს, ბანკის ოპერაციებზე ნეგატიური ზეგავლენის გარეშე
EBRD მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე - ველოდებით სამართლიან და ტრანსპარენტულ პროცესს, ბანკის ოპერაციებზე ნეგატიური ზეგავლენის გარეშე

ველოდებით სამართლიან და ტრანსპარენტულ პროცესს, სწრაფი გადაწყვეტილებით, ბანკის ოპერაციებზე ნეგატიური ზეგავლენის გარეშე, – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე.

ევრობანკი ეხმაურება „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ბორდში ცვლილებებსაც და აღნიშნავს, რომ „თიბისი“ ძლიერი მენეჯმენტითა და დირექტორთა დამოუკიდებელი საბჭოთი იმართება.

„მივესალმებით თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებას ბორდიდან წასვლის თაობაზე, რათა მათ ფოკუსირება მოახდინონ სამართლებრივ დავაზე მათ წინააღდეგ წაყენებული ბრალდებების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე მივესალმებით ბორდის გაძლიერებას მასში დამოუკიდებელი, გამოცდილი დირექტორების დამატებით“, – აცხადებენ EBRD-ში.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მიუთითებენ, რომ EBRD „თიბისი ბანკის“ აქციონერია და ბანკთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.