EBRD-მა „ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
EBRD-მა „ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ პირველ არხს საფინანსო ორგანიზაციიდან აცნობეს.

გადაწყვეტილება EBRD-ის დირექტორთა საბჭომ მიიღო.

პროექტისთვის დაახლოებით 230 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

ჰესი 280-მეგავატიანია და სვანეთში შენდება. მისი ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ინვესტორი – კორეული კომპანია K-Water თანხის მოზიდვას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც გეგმავს.

პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება.