EBRD-ს ხაზინის ხელმძღვანელი – ის, რაც საქართველომ გააკეთა, როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ, აბსოლუტურად უმაღლესი კლასია

14:09, 21.05.2024

საქართველოს ბაზრის განვითარების წარმატების მაგალითი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ, განავითარონ ადგილობრივი ვალუტის ფინანსური ბაზრები, – ამის შესახებ EBRD-ს ხაზინის ხელმძღვანელმა, აქსელ ვან ნედერვენმა EBRD-ს ხაზინისა და სებ-ის ერთობლივი ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, EBRD-ს ხაზინამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, კაპიტალის ბაზრის შესახებ დროთა განმავლობაში შეიმუშავა ხედვა, რომელიც უნიკალურია.

EBRD-ს ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით „ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა“. ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ს, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი