ისრაელის მედიის ინფორმაციით, აშშ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტზე „ტაქტიკურ თავდასხმას“ გეგმავს

11:24, 18.06.2019

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტზე „ტაქტიკურ თავდასხმას“ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია გაერო-ს დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატიური წყარო ამბობს, რომ 14 ივნისის შემდეგ, თეთრ სახლში სამხედრო მაღალჩინოსნების, პენტაგონის წარმომადგენლების და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების მონაწილეობით მუდმივი დისკუსიები მიმდინარეობს, ირანულ ობიექტზე იერიში კი, ომანის ყურეში ნავთობის გადამტან ტანკერზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ იგეგმება.

„საჰაერო დაბომბვა მასიური, მაგრამ სპეციფიკური სამიზნის გამო შეზღუდული იქნება“, – აცხადებს დიპლომატი დასავლეთიდან.

ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებში აშშ ირანს ადანაშაულებს. ირანის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი