ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანის პრიორიტეტი რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება
ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანის პრიორიტეტი რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება

ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანის პრიორიტეტი რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. აღნიშნულის შესახებ ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაისის განცხადებით, ირანს მსოფლიოსთან ურთიერთქმედება ესაჭიროება და მისი მთავრობის პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ირანის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება.

გარდა ამისა, ირანის პრეზიდენტმა საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს იემენის საშინაო საქმეებში ჩარევის შეჩერებისკენ მოუწოდა.

საუდის არაბეთი იემენის ომში 2015 წლიდან არის ჩართული, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქიდან გააძევა.

ებრაჰიმ რაისიმ 18 ივნისს გამართული ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 62 პროცენტით მოიგო. პრეზიდენტის პოსტზე მან ჰასან რუჰანი შეცვალა.