ებრაჰიმ აზიზი – დონალდ ტრამპმა, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს
დონალდ ტრამპმა, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ, ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა.
„შესაძლოა, შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, – დასძინა მან.
ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც აშშ-ის სამხედრო ჩარევა დასრულდება.
ირანელი კანონმდებლები დღეს პლენარულ სხდომას გამართავენ, სადაც საერთაშორისო დანაშაულების შესახებ კანონმდებლობას და უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის პროექტს, ასევე ჰორმუზის სრუტის ეფექტური მართვის გეგმას განიხილავენ.