„ეარ ბალტიკმა“ რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა
„ეარ ბალტიკმა“ რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარ ბალტიკმა“ (Air Baltic) რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა.

2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, „ეარ ბალტიკი“ რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს რიგა-თბილისის მიმართულებაზე. ეარ ბალტიკი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთი სიხშირით დაფრინავს.