ბათუმში, ე.წ. უკვდავი პოლკისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, ე.წ. უკვდავი პოლკისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ბათუმში,  ე.წ. უკვდავი პოლკის აქციას მცირე ინციდენტი მოჰყვა. ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენლებმა გმირთა ხეივანში მსვლელობა მოაწყეს. ისინი აპირებდნენ 9 აპრილისა და ჟიული შარტავას მემორიალთან მისვლას, თუმცა ამის საშუალება მათ მოქალაქეთა ჯგუფმა არ მისცა, რომელთა ნაწილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

„მათ არ აქვთ უფლება, მიუახლოვდნენ ჟიული შარტავას ძეგლს. ეს ხალხი პუტინის დამქაშები და ჩვეულებრივი „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები არიან. არ მივცემთ გასაქანს მკვლელებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა ადამიამ.

ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სურდათ მშვიდობიანი აქცია და არ აპირებენ აკრძალული სიმბოლიკის გამოყენებას, რადგან ამის შესახებ გაფრთხილება მიიღეს.

აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინციდენტი სამართალდამცველებმა განმუხტეს, რომელთაც აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს არ მისცეს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება.