ე.წ ტერორისტების საქმეზე დღეს რვა მოწმე დაიკითხება
ე.წ ტერორისტების საქმეზე დღეს რვა მოწმე დაიკითხება

ე.წ ტერორისტების საქმეზე დღეს რვა მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან საქმის გამომძიებლები. მოწმეებს შორის იყვნენ კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

როგორც პროკურორი აცხადებს, მოწმეებმა სასამართლოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ისაუბრეს, როგორ მოხვდნენ ბრალდებულები პანკისში.

პროკურორის განცხადებით, საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმა ლიკვიდირებულ პირებზეც ისაუბრეს.

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სხდომის შემდეგ განმარტა, რომ დღეს მოწმეებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი არ დაუდასტურებიათ.

საქმის ამ ეპიზოდში ბრალდებულია ექვსი პირი. აქედან ორს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა.