ე.წ. ტერორისტების საქმეზე დღეს ცხრა მოწმე დაიკითხება
ე.წ. ტერორისტების საქმეზე დღეს ცხრა მოწმე დაიკითხება. მათი ნაწილი საქმის გამომძიებლები არიან.
როგორც პროკურორი ნანა ხონჯუა აცხადებს, აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან.
ასევე დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორც მოხვდნენ ბრალდებულები პანკისში.
პროკურორის განცხადებით, საკუთარ ჩვენებაში მოწმეები ლიკვიდირებულ პირებზეც ისაუბრებენ. საქმის ამ ეპიზოდში ბრალდებულია 6 პირი. აქედან 2 პირს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა
„დღეს ჩვენ ვგეგმავთ 9 პირის დაკითხვას ნაწილი საქართველოს მწარმოებელი გამომძიებლები არიან. ასევე ნაწილი იქნებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ ლიკვიდირებული პირის და შაიოფ ბორზაევის პანკისში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს პირები მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდიან, მათ შორის ბრალდებულების პანკისში სტუმრობაზე”, – განაცხადა პროკურორმა.