ე.წ. თერჯოლის კლასტერთან დაკავშირებულ საეჭვო სიმპტომების მქონე ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ე.წ. თერჯოლის კლასტერთან დაკავშირებულ საეჭვო სიმპტომების მქონე ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ე.წ. თერჯოლის კლასტერთან დაკავშირებულ საეჭვო სიმპტომების მქონე ერთ პაციენტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ექვსი პაციენტია მოთავსებული.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, ლაბორატორიიდან სოფელ ღვანკითის მკვიდრი სამი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშის პასუხს ელოდებიან, რომელთაც თერმოსკრინინგის დროს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.