ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა

10:48, 21.04.2020

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს დამატებით ქობულეთში მცხოვრებ 100-მდე ადამიანს გამოიკვლევენ.

„გუშინ გადმოიგზავნა ქობულეთიდან 50 პირის ანალიზი, დღის განმავლობაში დაგვემატება დაახლოებით ამდენივე, პასუხების ნაწილი დღეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა.

მსგავსი