ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 44 პირს ტესტირება ჩაუტარდა, 39-ს ვირუსი არ დაუდასტურდა, ხუთს ხელმეორედ გამოიკვლევენ
ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 44 პირს ტესტირება ჩაუტარდა, 39-ს ვირუსი არ დაუდასტურდა, ხუთს ხელმეორედ გამოიკვლევენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პირებიდან 44 ჩაუტარდა ანალიზი, მათან 39-ს ვირუსი არ დაუდასტურა, ხუთს ანალიზი საეჭვოა და მოხდება მათ ხელმეორედ გამოკვლევა.

„საეჭვო ანალიზის მქონე ხუთ პაციენტს შორის ასევე, არის შემთხვევა, როცა პირის ანალიზებში აღმოჩნდა ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ მას დაავადება უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე კორონავირუსი დაუდასტურდებოდა ბათუმში ინფიცირებულ 60 წლის ქალს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოირიცხოს ვარაუდი, რომ ე.წ. ქობულეთის კლასტერის სათავე იყო ინფიცირებული ქალი და აღმოჩნდეს, რომ თავად ის დაინფიცირდა ქობულეთში“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დასკვნების გაკეთება მხოლოდ ანალიზის საბოლოო პასუხების შემდეგ იქნება შესაძლებელი.