ე.წ. მაგნიტსკის სიის ავტორი ბილ ბრაუდერი აცხადებს, რომ თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შეხვდა
„ჰერმიტაჯ ქეფითალის“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგნიტსკის გლობალური სამართლიანობის კამპანიის ხელმძღვანელი ბილ ბრაუდერი თემურ ალასანიასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ახლახან დავასრულე შეხვედრა თემურ ალასანიასთან (მიხეილ სააკაშვილის ბიძა) და მასიმო დ’ანჯელოსთან (სააკაშვილის ადვოკატი), რათა განგვეხილა მაგნიტსკის სიის დასრულების საკითხი მიხეილის ციხეში მაწამებლებლებთან დაკავშირებით. მიხეილი კვდება და დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ბილ ბრაუდერი.
Just finished meeting with Timur Alasania (Mikheil Saakashvili’s uncle) and Massimo D’Angelo (Saakashvili’s lawyer) to discuss finalising a Magnitsky list for those torturing Mikheil in prison. Mikheil is dying and time is of the essence. pic.twitter.com/qXI6GUG7uj
— Bill Browder (@Billbrowder) January 24, 2023