ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადავარდნის ადგილზე მოძრაობის აღსადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ [ფოტო]
ე.წ. კუკუშკას რელსებიდან გადავარდნის ადგილზე მოძრაობის აღსადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ [ფოტო]

ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით, ადგილზე, სადაც მატარებელი, ე.წ. კუკუშკა რელსებიდან გადავიდა, მოძრაობის აღსადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

როგორც პირველ არხს მემანქანემ განუცხადა, პირველადი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. მისივე თქმით, ე.წ. კუკუშკა რელსებიდან აქამდეც გადავარდნილა.

„უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ, ამიტომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, მგზავრების დაშავების შემთხვევები არ არის ხოლმე“, – განუცხადა პირველ არხს მემანქანემ.

მატარებლით 150 ადამიანი მგზავრობდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. 

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.