ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს
ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს

ავღანეთში სამთავრობო არმიასა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად 15 ჯიჰადისტი მოკლეს.

ავღანური მედიის ინფორმაციით, შეტაკებების დროს 20 რადიკალი ისლამისტი დაიჭრა.

დაპირისპირება ქვეყნის აღმოსავლეთით კუნარის პროვინციაში მოხდა.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს.

ორმხრივი სროლების შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებები ჩავკის რაიონში ამ დრომდე მიმდინარეობს.