ე.წ. ისლამური სახელმწიფო აშშ-ს ტერაქტებით ემუქრება
ე.წ. ისლამური სახელმწიფო აშშ-ს ტერაქტებით ემუქრება

ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, აშშ-ს ტერაქტებით ემუქრება.

აღნიშნული მუქარები Telegram-ის მესენჯერში, მებრძოლთა პირად ანგარიშებზეა განთავსებული. შეტყობინებებს თან ახლავს ნიუ-იორკის ქუჩებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამსახველი ფოტოსურათები.

„ჩვენ სულ უფრო მეტ ოპერაციას განვახორციელებთ თქვენს მიწაზე, ბოლო წუთამდე და იმ ომის ცეცხლით გაგანადგურებთ, რომელიც თქვენ წამოიწყეთ ერაყში, იემენში, ლიბიაში, სირიასა და ავღანეთში“ – წერია მუქარაში, რომელსაც სააგენტო როიტერი ავრცელებს.