ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება.

დღეს მხარეები პროცესზე, შესავალი სიტყვით წარსდგებიან, თუმცა მანამდე ადვოკატები რამდენიმე შუმადგომლობის დაყენებას გეგმავენ.

დღესვე დაცვის მხარე კიდევ ერთი მოწმის დაკითხვას და სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების, მტკიცებულების სახით, საქმის მასალებზე დართვას მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკითხება დღევანდელ სხდომზე, ადვოკატები მოწმის ვინაობას წინასწარ არ ახმაურებენ.

უკვე ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესს დეკანოზი, გიორგი მამალაძე არ დაესწრება.

პროცესი დახურულია მედიისთვისაც. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.