ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

ამ წუთებში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე  კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. სპეციალური განცხადება საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე გაკეთდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს.