ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილის ადვოკატი ბრალდებულზე ფიზიკურ ზემოქმედებას გამორიცხავს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილის ადვოკატი ბრალდებულზე ფიზიკურ ზემოქმედებას გამორიცხავს

კალათბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება, -ა მის შესახებ ინფორმაცია დათიკაშვილის ადვოკატმა დაადასტურა. თამარ აბესაძემ დაზუსტებით არ იცის, კონკრეტულად რისი ოპერაცია უტარდება, თუმცა, ამბობს, რომ ეს ბოლოდროინდელი სტრესული სიტუაციის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული.

ადვოკატი ფიზიკურ ზემოქმედებას გამორიცხავს.

“ოჯახს წევრებს დაურეკეს ციხიდან და შეატყობინეს, რომ თემურ დათიკაშვილი ცუდად იყო. ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გადმოეყვანათ ღუდუშაურის კლინიკაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწირი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ვიცით, რომ უტარდება სათანადო გამოკვლევები და ის საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი არ ვიცით ზუსტად, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს იყო დიდი სტრესის ფონზე გართულება. გუშინ ვნახე დაწესებულებაში და კარგად იყო, ფიზიკურ ზემოქმედებას გამოვრიცხავ”, – განაცხადა თამარ აბესაძემ.