E ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული სამტრედიელი ღირდალაძეა
E ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული სამტრედიელი ღირდალაძეა

კიბერფეხბურთის სადებიუტო სეზონი „სამტრედიას“ თავდამსხმელის, ზურაბ ღირდალაძის გამარჯვებით დასრულდა.

ვირტუალურ ფეხბურთში ტურნირი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ეროვნული ლიგის ათივე გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონი „სამტრედია“ გახდა, რომელსაც თავდამსხმელი ზურაბ ღირდალაძე წარმოადგენდა.

E ლიგის ფინალში „სამტრედიას“ ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოს“ ფორვარდ გიორგი ფანცულაიას დაუპირისპირდა, 87-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა და პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ძალიან დაძაბული გამოდგა მატჩი მესამე ადგილსიათვის: სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო“) – ირაკლი რუხაძეს („თელავი“) ეთამაშა და პირველი ტაიმი მოუგო – 1:0. მაგრამ თელაველთა თავდამსხმელმა მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორა, ჯერ წონასწორობა აღადგინა, მესამე დამატებულ დროში კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მესამე ადგილი მოიპოვა – 1:2.