E ლიგაში ორი ნახევარფინალისტი გაირკვა
E ლიგაში ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

E ლიგაში (ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშება) მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

ა ჯგუფი

სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) – გიორგი კახელიშვილი (მერანი) 3:0

გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) – გიორგი ფანცულაია (ტორპედო) 2:1

ბ ჯგუფი

ირაკლი რუხაძე(თელავი) – ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) 4:3

ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა) – ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) 1:2

სანდრო ალთუნაშვილი გალიდერდა, ცხრა ქულა დააგროვა და „ა“ ჯგუფის პირველი ნახევარფიანლისტია. მასთან ერთად ნახევარფინალში გასვლის უფლება მოიპოვა „ბ“ ჯგუფის ლიდერმა ირაკლი რუხაძემ (თელავი), რომელმაც ჯაბა ჯიღაურის (ბათუმი) დამარცხებით (4:3) ასევე ცხრა ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიბრუნა.

მეოთხე ტურის დარჩენილი შეხვედრები 30 აპრილს გაიმართება. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი ითამაშებს, რომლებიც 2-3 მაისს ჩატარდება.