ძმებმა ბრაიანებმა ჩოგბურთიდან წასვლის თარიღი დათქვეს
ძმებმა ბრაიანებმა ჩოგბურთიდან წასვლის თარიღი დათქვეს

ამერიკელი ჩოგბურთელები მაიკ და ბობ ბრაიანები, რომლებიც მამაკაცთა წყვილებში გამოდიან, სათამაშო კარიერის დასრულების თარიღზე ჩამოყალიბდნენ.

როგორც ATP-ის პრესსამსახური წერს, 2020 წლის აშშ-ის ღია პირველობა ლეგენდარული ამერიკელების ბოლო ტურნირი იქნება. იმ მომენტისთვის, ტყუპი ძმები 42 წლისანი იქნებიან.

ძმები ბრაიანების დუეტმა 1999 წლიდან მოყოლებული, პროფესიულ ტურში 100-ზე მეტი ფინალი ითამაშა. ისინი არიან კარიერული „დიდი სლემის“ მფლობელები, მოგებული აქვთ ოლიმპიური თამაშები, ოთხჯერ წლის შემაჯამებელი ტურნირი, დევისის თასი.

ბობ და მაიკ ბრაიანები რამდენჯერმე აღიარეს წლის საუკეთესო წყვილად. 2020 წელს, ამერიკელებმა გააუმჯობესეს ავსტრალიელების – ტოდ ვუდბრიჯისა და მარკ ვუდფორდის რეკორდი წყვილთა თანრიგში ტიტულების რაოდენობით.