მაიკ და ბობ ბრაიანებმა, შესაძლოა კარიერა კორონავირუსის გამო, ვადაზე ადრე დაასრულონ
მაიკ და ბობ ბრაიანებმა, შესაძლოა კარიერა კორონავირუსის გამო, ვადაზე ადრე დაასრულონ

ამერიკელი ჩოგბურთელები, ტყუპი ძმები – ბობ და მაიკ ბრაიანები კარიერის ვადაზე ადრე დასრულებას ფიქრობენ. როგორც Yahoo Sports წერს, ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება იმ გაურკვეველობას, რომელსაც ჩოგბურთელები კორონავირუსის პანდემიის გამო შეეჩეხნენ.

41 წლის ამერიკელები კარიერის დასრულებას 2020 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ ფიქრობდნენ, მაგრამ ამ ტურნირის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისამდე ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაუქმებულია.

ძმებმა ბრაიანებმა ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი შექმნეს. მათ მოგებული აქვთ „დიდი სლემის” 16 ტურნირი, ექვსჯერ გაიმარჯვეს წლის შემაჯამებელ ტურნირზე და მოიპოვეს ორი ოლიმპიური მედალი – ოქრო ლონდონში და ბრინჯაო პეკინში.

გასული სეზონის დიდი ნაწილი ბობ ბრაიანმა ტრავმის გამო გამოტოვა. მისმა ძმამ მაიკმა წყვილში ჯეკ სოკთან ერთად ითამაშა და მოიგო უიმბლდონი, აშშ-ის ღია და წლის შემაჯამებელი ტურნირი.