ძმები არველაძეების ფონდის მორიგი პროექტი - წეროვანის დევნილთა დასახლებაში სტადიონის განახლება მიმდინარეობს
ძმები არველაძეების ფონდის მორიგი პროექტი - წეროვანის დევნილთა დასახლებაში სტადიონის განახლება მიმდინარეობს
წეროვანის დევნილთა დასახლებაში ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით დაწყებული სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – ინფორმაციას ფონდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„პირველ ეტაპზე გაიზარდა მოედნის ფართობი, გაკეთდა დრენაჟი, დამონტაჟდა განათების ბოძები. ლითონის ბადეების დამონტაჟების შემდეგ, დაიწყება შეღებვითი სამუშაოები და დაიგება მოედნის საფარი. ტრიბუნის დამონტაჟების შემდეგ, განახლდება ფეხბურთის კარები და დამონტაჟდება კალათბურთის ორი ახალი ფარი. დევნილთა დასახლებაში სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ჩვენი ფონდის პარტნიორობით ხორციელდება“ – წერია არველაძეების ფონდის განცხადებაში.
ეს არველაძეების ფონდის პირველი სოციალური პროექტი არაა. რეზი, შოთა და არჩილ არველაძეების ინიციატივით პანკისის ხეობასა და სამაჩაბლოში, შაზღვრისპირა სოფლებში, საფეხბურთო ჯგუფები დაფუძნდა, ამოქმედდა პროექტი „საფეხბურთო თერაპია“. მესხეთში, ახალციხის ერთადერთ საფეხბურთო კლუბს სრული საფეხბურთი ინვენტარი, ბურთები, სავარჯიშო და სათამაშო ფორმები გადასცეს, ჩაატარეს საქველმოქმედო საღამო, რომლის მიზანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთჯერადი დონაციების მოძიება იყო.