ძლიერმა წვიმამ პრობლემები ოზურგეთშიც შექმნა

15:58, 10.08.2018

ძლიერმა წვიმამ პრობლემები დღე ოზურგეთშიც შექმნა. თაყაიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო, ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.

როგორც ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, პრობლემურ ადგილებზე დილიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად დღეს პრობლემები ბათუმსა და ქობულეთშიც შეიქმნა.

 

მსგავსი